პარლამენტი დეპუტატ ზაალ უდუმაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილებას 9 ივნისს მიიღებს

9 ივნისს პარლამენტი დეპუტატ ზაალ უდუმაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს.

საკითხს თავდაპირველად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

ზაალ უდუმაშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის თაობაზე 29 მაისს განაცხადა. მან პარტიასთან ერთად, პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და როგორც განაცხადა, საქმიანობას მედიაში განაგრძობს.

აღსანიშნავია, რომ უდუმაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტით ფრაქცია "ნაციონალური მოძრობა" მეორე მანდატს კარგავს - იმის გათვალისწინებით, რომ პარტიის საარჩევნო სია ჩახსნილია, უდუმაშვილის ადგილმონაცვლე პარლამენტში ვერ შევა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთი მანდატი ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად დაკარგა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს