პარლამენტში დღეს თავდაცვის მინისტრს მოუსმენენ

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის საათის“ ფორმატში, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენენ.

ბურჭულაძე თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი მოხსენებით გამოვა, რის შემდეგაც კითხვა-პასუხისა და დებატების პროცედურა გაიმართება.

“მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც მთავრობის წევრის მიერ წელიწადში ერთხელ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს