ბენ ჰოჯესი - ვერ მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება, თქვენი ხელისუფლების პოზიცია რაღაცის "მიქსია" - თუ ვინმე უნდა ყვიროდეს, ეს უნდა იყოს საქართველო

ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ მე ვერ ვხედავ თქვენი ხელისუფლების მხრიდან რუსეთის ქმედებების ისეთივე დაგმობას, როგორსაც მე ვხედავ ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის შემთხვევაში. თქვენი ხელისუფლების პოზიცია რაღაცის "მიქსია" , - ამის შესახებ ევროპაში ამერიკის სამხედრო ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

აღნიშნულით მან საქართველოს ხელისუფლების სიტყვები და ქმედებები შეაფასა უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ.

როგორც ამერიკის სამხედრო ძალების ყოფილი მეთაური განმარტავს, საქართველოს ხელისუფლების პოზიციებმა მასზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

„ვერ მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება. მე ვიცი ქართველი ვოლონტიორები, რომლებიც წავიდნენ უკრაინაში, მაგრამ ეს მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ მე ვერ ვხედავ თქვენი ხელისუფლების მხრიდან რუსეთის ქმედებების ისეთივე დაგმობას, როგორსაც მე ვხედავ ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის შემთხვევაში. თქვენი ხელისუფლების პოზიცია რაღაცის მიქსია. მე გულუბრყვილო არ ვარ, კარგად მესმის რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, სადაც უკვე არიან რუსეთის ჯარები და თუ ვინმე უნდა ყვიროდეს, ეს უნდა იყოს საქართველო: შეხედეთ, რა მოაქვს ცეცხლის შეწყვეტას ან რაიმე სახის შეთანხმებას რუსეთთან, 14 წლის შემდეგ რუსეთმა დაარღვია ხელშეკრულება და კვლავ მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. და უთხრას მთელ მსოფლიოს, რომ რუსები არ დაიცავენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ეს არის ის, რაც მე, ჩვენ გვინდა მოვისმინოთ თბილისისგან“,- აღნიშნავს ჰოჯესი.

ამასთან, კითხვაზე, თუ სად არის საქართველოს ადგილი ევროპის ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაში, ჰოჯესი განმარტავს, რომ „ეს საქართველოს არჩევანია“.

„მე მჯერა, რომ ამერიკა და ნატო განავითარებს შავი ზღვის სტრატეგიას, აღიარებენ რა რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ეკონომიკური, დიპლომატიური, სამხედრო თვალსაზრისით. ეს ნიშნავს თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და ნათელია, საქართველოს როგორი სტრატეგიული მდებარეობა აქვს რეგიონში, კავკასიაში. საქართველოს აქვს შესაძლებლობა ნათლად გააგებინოს ვაშინგტონსა და ბრიუსელს, რომ თქვენ მათ სთავაზობთ უნიკალურ გეოგრაფიულ უპირატესობას: ევროპა-აზიის დამაკავშირებელი საქართველო-აზერბაიჯანის ღერძი, რუსეთის საზღვრებთან. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს როგორი წვლილის შეტანა სურს და შეუძლია ევროპის უსაფრთხოებაში“,- აღნიშნავს ჰოჯესი.

გარდა ამისა, მან უპასუხა კითხვას, თუ რა სჭირდება საქართველოს თავისი სამხედრო შესაძლებლობების გაზრდისთვის და რა ტიპის სამხედრო დახმარება უნდა მოსთხოვოს დასავლელ პარტნიორებს. როგორც ის განმარტავს, მისთვის სასიხარულო იქნებოდა საქართველოში საგანგებო სიტუაციებისთვის სახმელეთო ლოჯისტიკური ბაზების არსებობა.

„უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოს ნათელი მომავალი - ბრწყინვალე გოგონები და ბიჭები დარჩნენ საქართველოში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი წავლენ ევროპასა თუ ამერიკაში, სადაც მათ უკეთესი შანსები ექნებათ, უკეთესი ცხოვრების ხარისხი, ჯანდაცვა, ხელფასი, განათლება და ა.შ. საქართველოს მომავალი აგრეთვე დამოკიდებულია იმაზე, რომ მსოფლიომ ის დაინახოს როგორც სატრანსპორტო, ლოჯისტიკური ჰაბი ევროპასა და აზიას შორის, საზღვაო პორტები, რკინიგზა, ინფრასტრუქტურა, და ხალხი ინვესტიციებს ჩადებს ამაში. თუ თქვენ ამას გააკეთებთ, პერსონალურად მე მინდა ვნახო საქართველოში როტაციის პრინციპით ამერიკელი, ინგლისელი, ნატოს სხვა ქვეყნების სამხედროები, მუდმივი ტრენინგის პროცესში. მე არ ვსაუბრობ დიდ ბაზაზე, არამედ მუდმივ ყოფნაზე სხვადასხვა ქვეყნების საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო ძალების, რომლებიც მოგეხმარებიან წვრთნაში. საქართველოში სამხედრო წვრთნების კარგი შესაძლებლობაა როგორც მთებში, ასევე სხვა ადგილებში, რაც საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის, თუ მას სურს დასავლეთის მეტი ჩართულობა. მე გამიხარდებოდა ნახვა საგანგებო სიტუაციებისთვის სახმელეთო ლოჯისტიკური ბაზების. მე ვიცნობ ქართველ სამხედროებს, ისინი ძალიან საიმედოები და მამაცები არიან და ჩვენ ყოველთვის უნდა გავაგრძელოთ ეს ურთიერთობები, მაგრამ საქართველოს ხალხმა და მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს სად არის თქვენი საუკეთესო მომავალი“,- აღნიშნავს ჰოჯესი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა