უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ანჯეი დუდამ სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ტური დაიწყო

უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ტური დაიწყო. ამ ინფორმაციას პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დუდასთან ერთად სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა უნდა წასულიყო, თუმცა მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ანჯეი დუდა ჯერ პორტუგალიაში ჩავა, სადაც შეხვდება პრემიერ-მინისტრს ანტონიო კოსტას, რის შემდეგაც იტალიაში გაემგზავრება და ქვეყნის პრეზიდენტ სერჯო მატარელას შეხვდება.

ბოლოს კი დუდა ბუქარესტს ეწვევა და სამიტს დაესწრება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია