თეა ახვლედიანმა ბოლნისში სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ საინფორმაციო კამპანია გახსნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ქვემო ქართლის რეგიონში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ საინფორმაციო კამპანია გახსნა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეკრებილ საზოგადოებასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საინფორმაციო კამპანიები უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს და მათ შორის მოიცავს სახელმწიფო პროგრამების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შესახებ ისეთ საკითხებს, რომლებიც განსაკუთრებით უარყოფით გავლენას ახდენენ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში თეა ახვლედიანი ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების სოფლების: ტალავერის, ჭაპალას, ნახიდურის, ქვემო და ზემო ოროზმანისა და მთისძირის მოსახლეობას შეხვდა. სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება, სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, მაქსიმალურ ძალისხმევას განაგრძობს, რათა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები, ფლობდეს ინფორმაციას ყველა აქტუალური საკითხის შესახებ და სათანადოდ იყოს ჩართული მნიშვნელოვან პროცესებში.

„სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულება ხელი შევუწყოთ თანაბარი შესაძლებლობების შექმნას საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, რათა მათ შეძლონ სრულფასოვანი მონაწილეობა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ბოლნისში ჩვენ გავხსენით დღეს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც მთელს ქვემო ქართლის რეგიონს მოიცავს და ითვალისწინებს მოსახლეობის ინფორმირებას სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების თაობაზე. ამასთანავე ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩვენ დღეს უკვე ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში გავმართეთ შეხვედრები ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში, სადაც გავაცანით მოსახლეობას ჩვენი ახალი ხედვები და ინიციატივები და მოვისმინეთ მათი საჭიროებები და მოსაზრებები“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო