საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია, რექტორის დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია, რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, უკრაინაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და უკრაინის ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და ასევე, სტუ-ის რექტორს, დავით გურგენიძეს უკრაინის ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა, მაქსიმ ლუცკიმ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაცია გადასცა.

სტუ-ს ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წრის უკრაინაში ვიზიტი საქართველოს მთავრობის მეთაურისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უკრაინელი ხალხის მიმართ მაქსიმალური მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატვის ინიციატივას უკავშირდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, უკრაინაში სტუ-ის დელეგაცია უკრაინის განათლების მინისტრს, უკრაინაში აკრედიტებული რამდენიმე უნივერსიტეტის რექტორსა და მეცნიერებს შეხვდა.

მხარეებმა უნივერსიტეტებს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს და გეგმა დასახეს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი კიდევ ერთი, ერთგვარი მხარდაჭერა იყო, რომელსაც ჩვენ, საქართველოს კულტურის პალატასთან ერთად, ომის დაწყების პირველივე დღიდან გამოვხატავთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, უკრაინაში არსებული მძიმე ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ სასწავლო პროცესი არ ჩავარდეს და სტუდენტებისთვის შესაფერისი გარემო შენარჩუნდეს, რაც უკრაინელი ერის სიმამაცეზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

უკრაინის ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტის რექტორს და სამეცნიერო საბჭოს, ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში, ჩემთვის საპატიო დოქტორის ხარისხის მონიჭებისათვის კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას. კოლეგებმა შემთხვევით ისარგებლეს და ვიზიტის ფარგლებში, საპატიო დოქტორის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უკვე ოფიციალურად გადმომცეს. ეს ძალიან დიდი პატივია. ეს არის ერთგვარი აღიარება ჩვენსა და უკრაინელ კოლეგებს შორის არსებული სამეცნიერო კავშირების, იმ მეგობრობის, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და უკრაინის არაერთ უნივერსიტეტს აკავშირებს“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა.

უკრაინის განათლების მინისტრმა, სერგეი შკარლოტმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც უნივერსიტეტი საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მიმართ გამოხატავს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, ჩვენ მეგობარ, პროფესორ დავით გურგენიძესთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა. უკრაინაში უმაღლესი განათლების ახალი სტრატეგია ჩამოვაყალიბეთ. ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯი უკრაინასა და საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების წარმომადგენლების დიდი შეხვედრა იქნება. იმედი მაქვს, რომ ომის პირობებში უკრაინა ძლიერი პარტნიორების დახმარებით, უფრო ძლიერი იქნება“, - განაცხადა სერგეი შკარლოტმა.

„ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტმა საქართველოს კულტურის პალატასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ერთ-ერთმა პირველმა გააგზავნა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება. ჰუმანიტარული ტვირთის ადრესატი ივანო-ფრანკოვსკში მდებარე ვ. სტეფანიკის სახელობის კარპატისპირა ეროვნული უნივერსიტეტია, რომელთანაც ტექნიკურ უნივერსიტეტს მრავალწლიანი სამეცნიერო-საგანმანათლებლო თანამშრომლობა აკავშირებს.

სტუ-მ და საქართველოს კულტურის პალატამ, ლეგენდარული სუხიშვილების ანსამბლის ჩართულობით, ერთობლივი საქველმოქმედო კონცერტი გამართეს.

ასევე, სტუ-ის სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდიამ „მოდინახე“ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საქველმოქმედო სპექტაკლების ციკლი ჩაატარა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო