გიგი წერეთელი - მძიმე მოსასმენია ევროპარლამენტის კრიტიკა, თუმცა ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის მთავარი შემაფერხებელი „ქართული ოცნებაა“

ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი შემაფერხებელი არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, მისი პოლიტიკა, განსაკუთრებით ეს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეხება, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი ევროპარლამენტში წარმართულ განხილვას.

მისივე განცხადებით, ევროპარლამენტის კრიტიკა მძიმე მოსასმენია, თუმცა ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის მთავარი შემაფერხებელი „ქართული ოცნებაა".

„ევროპარლამენტში განხილვა, ევროინტეგრაციის ასეთ კრიტიკულ მომენტში ასეთი კრიტიკული გამოსვლები ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავრწმუნდით, საქართველოს საზოგადოება დარწმუნდა, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს და იმ გზას, რომელიც გვინდა, რომ ევროპისკენ გავიაროთ, მხარდაჭერა აქვს.

ამავე დროს, ასევე დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ნათელია, რომ ამ გზაზე მთავარი შემაფერხებელი არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, მისი პოლიტიკა, განსაკუთრებით ეს ეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და აქ ნათელი მაგალითები იყო ყველაზე მწვავე - ნიკა გვარამიასა და მესამე პრეზიდენტის პატიმრობა, ზოგადად ის ძალადობა, პოლარიზაცია, მედიაზე ზეწოლა, დევნა და ა.შ., რაც ევროპულ ღირებულებებთან აბსოლუტურად შეუთავსებელია,“- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა