ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობის“ „ჩახსნილ“ სიებზე - სიების აღდგენასთან დაკავშირებით ჩვენ ინიციატივას არ განვიხილავთ!

სიების აღდგენასთან დაკავშირებით ჩვენ ინიციატივას არ განვიხილავთ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების მიერ „ჩახსნილი“ საარჩევნო სიების აღდგენასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნაზე დასმულ შეკითხვას.

მისივე თქმით, გაუქმებული საარჩევნო სიების აღდგენის მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე მიუთითებს.

„თავის დროზე მათ ეს სიები გააუქმეს, ეს იყო საბოტაჟის შემადგენელი ნაწილი და როდესაც ისინი ახლა ითხოვენ იმის აღდგენას, რაც საბოტაჟისთვის გამოიყენეს, ეს არის, ბუნებრივია, სულ მცირე არაკეთილსინდისიერი ქმედება და მიუთითებს იმ სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე, რომელშიც არის „ნაცმოძრაობა“ ჩაყენებული. მათ აქვთ რაღაცის იმედი, მათ შორის, იმის იმედი, რომ გარკვეული გადაწყვეტილებებით რაღაც მღელვარებას გამოიწვევენ. აქაც ამ პოლიტიკურ პარტიას არავითარი პერსპექტივა არ აქვს, იმიტომ, რომ საზოგადოებამ იცის ყველაფერი მათი რეჟიმის, მათი დღევანდელობის შესახებ და ბუნებრივია, არ დაუშვებს იმას, რომ „ნაცმოძრაობამ“ თუნდაც სცადოს ხელისუფლებაზე შეტევა. დღეს საზოგადოებას უნდა მშვიდობა, განვითარება, სამართლის უზენაესობა და, რა თქმა უნდა, ამ ინტერესებს პირველ რიგში,ქართული საზოგადოება დაიცავს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური პარტიების მიერ „ჩახსნილი“ საარჩევნო სიების აღდგენას და ამ თემაზე კონსულტაციების დაწყებას ითხოვს. საკითხი დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დასვა, სადაც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადების საფუძველზე, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს და დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. შედეგად “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მეორე მანდატს კარგავს. სულ ოპოზიციის ოთხი საპარლამენტო მანდატი იკარგება (ორი - “ნაციონალური მოძრაობა“, ორი - “ლელო“), რადგან პარლამენტიდან გასულ დეპუტატებს ადგილმონაცვლეები არ ჰყავთ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს