„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ - „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონზე მუშაობისას, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორის აქტიური თანამშრომლობა

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა საქართველოს კანონზე „სამრეწველო ემისიების შესახებ“ და ევროკავშირის კანონმდებლობასთან მის ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

ბიზნეს ასოციაციის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა სამრეწველო საქმიანობებიდან გარემოს დაბინძურების პრევენციისა და მისი შემცირების ეფექტიანი მექანიზმებისა და რეგულაციების შემოღების აუცილებლობაზე ისაუბრა, რაც, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესია ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფისა და ევროპული სტანდარტის დანერგვის კუთხით.

„უნდა აღინიშნოს, რომ კანონის მიზანია სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და მიწაში ემისიების პრევენცია ან სადაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, ემისიების შემცირება და კონტროლი, ასევე, ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორს შორის პოზიციების შეჯერება, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული ორივე მხარის ინტერესები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვედრის ფარგლებში შესაძლებლობა ჰქონდათ სამინისტროს წარმომადგენლებისათვის გაეზიარებინათ მოსაზრებები და ინფორმაცია იმ შესაძლო სირთულეების შესახებ, რაც კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვას შესაძლოა მოჰყვეს როგორც ადამიანური რესურსების, აგრეთვე ტექნოლოგიებისა და ფინანსური რესურსების ნაწილში; განსაკუთრებით ხაზი გაესვა რეფორმის განხორციელების პროცესში ვადების ფაქტორს, რამაც საშუალება უნდა მისცეს ბიზნესს წინასწარ, გონივრული ვადით ადრე მიიღოს სრული ინფორმაცია მოსალოდნელი სიახლეების შესახებ და კანონის ამოქმედებამდე ჰქონდეს საკმარისი დრო სათანადოდ მოსამზადებლად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ასოციაციის მიზანია, აღნიშნულ კანონზე მუშაობისას დაცული იყოს, როგორც მოქალაქეების, ასევე ბიზნეს სექტორის და წევრი კომპანიების საუკეთესო ინტერესები.

„სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონზე მუშაობისას, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორის აქტიური თანამშრომლობა, სწორედ ამიტომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად განაგრძობს მუშაობას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ვინაიდან, ზემოხსენებული კანონით გათვალისწინებული რეგულაციები პირდაპირ გავლენას ახდენს იმ ბიზნესებზე, რომელიც დაკავებულები არიან სამრეწველო საქმიანობით. ასოციაციის მიზანია, აღნიშნულ კანონზე მუშაობისას დაცული იყოს, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, ასევე ბიზნეს სექტორისა და წევრი კომპანიების საუკეთესო ინტერესები, ვინაიდან, წარმოება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და განვითარებისთვის“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა