მიხეილ ხიდურელი - უმსხვილესი ლოჯისტიკური კომპანია „Girteka Logistics” საქართველოში სერვისების ცენტრს ხსნის

მიმდინარე წელს, ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური კომპანია „გირტეკა ლოჯისტიკს“ თბილისში გლობალური სერვისების ოფისს (GBS) გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შედეგად, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში 300-ზე მეტი ახალი და მაღალ-ანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ქვეყანაში არსებული პოტენციალის შესასწავლად „გირტეკა ლოჯისტიკს“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების - Invest in Georgia-ს გუნდთან აქტიურად თანამშრომლობდა. სააგენტომ კომპანიას ქვეყანაში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან ვიზიტი და შეხვედრები შედგა.

“ ჩვენ მიერ ჩატარებული ექვსი ქვეყნის სიღრმისეული მოკვლევის შემდეგ არჩევანი საქართველოზე შევაჩერეთ, რომლის ფარგლებში რამდენიმე ფაქტორს ვაფასებდით, როგორებიცაა სამუშაო ძალის კვალიფიკაცია, განათლებისა და კომპეტენციის დონე, ბიზნეს-გარემო და მომდევნო წლების განმავლობაში ბიზნესის ოპერირების ხარჯები,“ - განაცხადა კომპანიის უფროსმა ინფორმაციულმა ოფიცერმა, მარტინას სარაპინასმა.

სააგენტოს „აწარმოე“ საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, მსგავსი მასშტაბის კომპანიის და გლობალური სერვისების ცენტრის საქართველოში განთავსება, საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის მიმართ ნდობის და ამ კუთხით ქვეყნის პოტენციალის დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

„კომპანიის ეს გადაწყვეტილება ჩვენი სააგენტოსა და ქვეყნისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენი სტრატეგია და მიდგომები, რომელიც უკვე ორი წელია დავნერგეთ, ხელშესახებ შედეგებს იძლევა,“ - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

სააგენტოს ინფორმაციით, „გირტეკა ლოჯისტიკს“ გლობალურად 21 000 ადამიანს ასაქმებს. კომპანიის 9 000 სახმელეთო სატვირთო ავტომობილი ევროპაში სკანდინავიასა და დ.ს.თ.-ის ქვეყნებში, ყოველწლიურად 880 000 რეისს ახორციელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი