მიხეილ ჩხენკელი ქართველ მეცნიერს რისმაგ გორდეზიანს იუბილეს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცნობილ ქართველ მეცნიერს, აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანს 82 წლის იუბილეს ულოცავს.

მინისტრის განცხადებით, რისმაგ გორდეზიაის, როგორც გამოჩენილი მეცნიერის, პედაგოგისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ღვაწლი შეუფასებელია.

„ბატონო რისმაგ, გულითადად გილოცავთ იუბილეს. თქვენმა სამეცნიერო საქმიანობამ, ანტიკური ცივილიზაციისა და ლიტერატურის ისტორიის, ელინისტიკის, ეტრუსკოლოგიის, ბერძნული და ლათინური ენათმეცნიერების, ქართველოლოგიისა და მედიტერანულ-ქართველური ურთიერთობების მიმართულებით, მნიშვნელოვანი ცოდნა შექმნა და ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.

ორ ასეულზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი – თქვენი მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები იმ აქტიური და ფასდაუდებელი მოღვაწეობის ნათელი მაგალითია, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ქართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ეწევით. თქვენს ნაშრომებზე არაერთი თაობა აღიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ მოღვაწეობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებთ და ახალ თაობას იმ ცოდნასა და ღირებულებებს გადასცემთ, რომლებიც ქართული მეცნიერების განვითარებისათვის ასე მნიშვნელოვანია. საამაყო და სასიხარულოა, რომ თქვენი ავტორიტეტი აღიარებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, წინსვლასა და წარმატებას ქართული მეცნიერების, სრულიად ქვეყნისა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა