ანონსი  10 ივნისი

10 ივნისს, 10:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

10 ივნისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ და „რითეილ ასოციაცია“ კვლევის „სასურსათო საცალო სექტორის და პირველადი მოხმარების საქონლის მიმოხილვა“ პრეზენტაციას გამართავენ.

საკონტაქტo: გიორგი კეპულაძე - 599588517

10 ივნისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ეკა ადამიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა -სპინალურ კუნთოვანი ატროფიით დაავადებული ყველა ბენეფიციარისთვის ძვირადღირებული მედიკამენტი უფასოდ გაიცემა“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

10 ივნისს, 10:30 საათზე, ირაკლი ხომასურიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს მოთხოვნით: დავით ბერძენიშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს შეეცვალოს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა.

მის: თბილისის საქალაქო სასამართლო

საკონტაქტო: 598 54 94 84

10 ივნისს, 11:00 საათზე, საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებლის, ნანა კაკაბაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ევროპარლამენტის რეზოლუცია“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

10 ივნისს, 11:00 საათზე, „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ქვეყანაში 600 000 ტექნიკურად გაუმართავი ავტომანქანა მოძრაობა - რატომ არ გადიან ტექინსპექტირებას და როგორ მკაცრდება ჯარიმები; არსებული უმძიმესი ვითარება.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

10 ივნისს, 11:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-14 საერთაშორისო გამოფენას WinExpo Georgia 2022 გახსნის.

საკონტაქტო: ეკატერინე საათაშვილი - 577 46 55 26

10 ივნისს, 11:30 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

10 ივნისს, 11:30 საათზე, პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: “თბილისი პრაიდის” მიერ, 28 ივნისიდან 2 ივლისამდე დაგეგმილი “პრაიდ კვირეული და სამოქმედო სტრატეგია”.

მის: გ.სააკაძის მეორე გასასვლელი 11ა

საკონტაქტო: მარი - 558 123 412

10 ივნისს, 11:30 საათზე, ახალგაზრდები მთელი საქართველოდან USAID-ის, იუნისეფისა და Helping Hand-ის ერთობლივი პროექტის დახურვის ღონისძიებაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიის შედეგებს წარმოადგენენ.

მის: თავისუფლების მოედანი #4, სასტუმრო „ქორთიად მერიოტი“.

საკონტაქტო: 599855251

10 ივნისს, 12:00 საათზე, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური სასტუმრო „რუმსში“, 2020-2021 წლების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

10 ივნისს, 12:00 საათზე, პარტია „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ბრიფინგს გამართავს.

მის: მცხეთის ქ.49

10 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, რატი იონათამიშვილი შშმ ქალთა ეროვნული ქსელის წარმომადგენლებს შეხვდება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

10 ივნისს, 12:45 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად - „აშშ-ის როლი საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის განვითარებასა და გაძლიერებაში 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში“ ღონისძიება გაიმართება.

მის: კახეთის გზატკეცილი #99

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი - 595 95 61 03

10 ივნისს, 13:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

10 ივნისს 16:00 საათზე, ინიციატივის „გადადი ნაბიჯი ევროპისკენ“ ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა ოზურგეთში.

მის: გაბრიელ ეპისკოპოსის 3ა.

საკონტაქტო პირი: ქრისტინა ფარჯიანი - 598 90 64 74

10 ივნისს, 18:00 საათზე, ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში ქართულ-უკრაინული გამოფენა „ხვალ“ გაიხსნება. გამოფენა „არტისტერიუმის“ ფარგლებში იმართება.

საკონტაქტო: ნინო კვირიკაშვილი - 599 36 19 77

10 ივნისს, 18.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია ონში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულ კონფერენციას გამართავს.

მის: კახაბერის 3, ონის კულტურის სახლი

10 ივნისს, 20:30 საათზე, თბილისის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი პროექტის - „ოპერა შენს ეზოში“ ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართება.

მის: ვაზისუბანი, II მკ/რნ, 10-11-12 კორპუსების ეზოს მოედანი.

საკონტაქტო პირი: 599 10 38 46 ეკა მომცემლიძე

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს