თავდაცვის მინისტრი - სავალდებულო სამსახურის რეფორმებით დამთავრდება სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებული ნაკლოვანებები

სავალდებულო სამსახურის მიმართულებით, ჩვენ შევიმუშავეთ თავდაცვის კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც მზადაა ინიცირებისათვის. აღნიშნული რეფორმებით დამთავრდება სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებული ნაკლოვანებები, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ჩამოყალიბდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის ვადაც 12-ის ნაცვლად, 8 თვე იქნება. წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლიან.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ახალგაზრდები მაღალი დონის საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) გაივლიან და სამსახურის პერიოდში მხოლოდ სამხედრო ამოცანებს შეასრულებენ.

„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების ინსტიტუციონალური განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ამ კუთხით მან სავალდებულო სამსახურის განახლების გარდა, სარეზერვო სამსახურის წარმატებული რეფორმის განხორციელებაზეც გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ აქტიური (ტერიტორიული) რეზერვის, სამობილიზაციო რეზერვისა და „თავდაცვის მოხალისე ძალების“ მიმართულებებში სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის კომპონენტებია ინტეგრირებული. მხოლოდ 2021 წელს აქტიურ რეზერვში მიღებულ პირთა რაოდენობამ 800-მდე სამხედრო მოსამსახურე შეადგინა. 2022 წელს, ასევე ვაგრძელებთ აქტიური რეზერვის გაძლიერებას და წლის ბოლომდე ვგეგმავთ დამატებით ხუთი ასეულის დაკომპლექტებას“.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული გვარდია ორიენტირებულია ტოტალური თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერაზე. მისივე თქმით, იგეგემება ეროვნული გვარდიის ბაზაზე არსებული სასწავლო ცენტრების განვითარება და უფრო მეტი საშუალებებით აღჭურვა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამობილიზაციო რეზერვის მიმართულებით ეროვნულ გვარდიაში შექმნილ საინფორმაციო ბაზაზე, სადაც იდენტიფიცირებულია სამხედრო ცოდნისა და პროფესიების მოქალაქეები. მან აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყება მოხალისეთა და საზოგადოებრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს