თავდაცვის მინისტრი - საქართველოში სრული შემადგენლობით იყო ჩამოსული ნატოს სამხედრო კომიტეტი, რაც არცერთ ოპოზიციურ არხს არ გაუშუქებია

საქართველოში სრული შემადგენლობით იყო ჩამოსული ნატოს სამხედრო კომიტეტი, რაც არცერთ ოპოზიციურ არხს არ გაუშუქებია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა დეპუტატის კითხვას, რომელიც ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის კონკრეტულ სამომავლო ნაბიჯებს ეხებოდა, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატოსგან მეტ პრაქტიკულ ნაბიჯებს ელოდება.

„უკვე აღვნიშნე, თუ რა შედეგები გვაქვს ჩვენ ნატოსთან ურთიერთობაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მიუხედავად თქვენი მტკიცებისა, რომ ჩვენი ურთიერთობა არის დაბალ ნიშნულზე, მე ოთხჯერ ვიყავი მიწვეული ნატოს მინისტერიალზე, სამჯერ პირადად შევხვდი გენერალურ მდივანს, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ნატოს სამხედრო კომიტეტი თავმჯდომარის ჩათვლით, სრული შემადგენლობით და სხვათა შორის, ეს არცერთ ოპოზიციურ არხს არ გაუშუქებია, რაც ნორმალური არ არის“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში ევროკავშირთან თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრა.

„ჩვენი წინადადებები ევროკავშირთან არის გამოხატული კონკრეტული შედეგით. კიდევ გავიმეორებ, რომ 2021 წელი იყო პირველი პრეცედენტული წელიწადი, როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიიღო ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირისგან. ეს გახდება შეუქცევადი პროცესი. დღესაც, ჩვენი წარმომადგენლები არიან იქ, ვმუშაობთ 2022 წლის შედეგებზე, რაც სავარაუდოდ ციფრებში გამოიხატება 20 მილიონი ევროს დახმარებით და ეს იქნება მზარდი ტენდენციის“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მადრიდის სამიტიდან საქართველო პარტნიორებისგან კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებს ელოდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო