ნიკოლოზ სამხარაძე - ვთხოვ თითოეულ ევროპარლამენტარს, ფაქტები მოიტანონ, რა ბიზნეს და პოლიტიკური კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს კრემლთან

დელიკატურობა საერთოდ აღარ არის, გაშიშვლდა პროცესი - 24 ივნისს გამოჩნდება, თუ ვინ არის საქართველოს მეგობარი , - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძე განმარტავს, რეზოლუცია „მითქმა-მოთქმასა და დეზინფორმაციას“ ეყრდნობა.

„დელიკატურობა საერთოდ აღარ არის, პროცესი გაშიშვლდა. პროცესის გაშიშვლება ძალიან კარგია. აქამდე ყველა შეფარვით საუბრობდა, კუბილიუსი და ასე შემდეგ, რომ საქართველოს მეგობრები იყვნენ და საქართველოსთვის წუხდნენ. თუ მართლა საქართველოს მეგობრები არიან, რატომ მოხდა რეზოლუციის ახლა გამოტანა? რატომ არ წერია რეზოლუციაში მათი უმრავლესობით მიღებული ხმებით, რომ საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი უნდა ჰქონდეს?! - კარგია, რომ ეს გაშიშვლდა. აწი, გვეცოდინება, რომ აქ არის პარტიული პოლიტიკა, პარტიული ხაზებია და მუშაობს. ამ კონკრეტულ მომენტში, ასეთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც საქართველოს მეგობარი შარშანდელ, შარშანწინდელ და იმის წინანდელ ამბებზე საუბრობს, საერთოდ არ არის ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი. 24 ივნისს, როდესაც ევროპული საბჭოს სხდომა იქნება, გამოჩნდება, თუ ვინ არის საქართველოს მეგობარი. დარწმუნებული ვარ, საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ“,- აღნიშნავს სამხარაძე.

კითხვაზე, რამდენად იქნება „ქართული ოცნება“ მზად, რომ შეასრულოს ყველა ის პირობა, რასაც პარტნიორები გაწერენ, სამხარაძე პასუხობს, რომ მმართველ გუნდს „არანაირი პირობის არ ეშინია“.

„ არ გვეშინია არანაირი პირობითობის და დათქმების, ევროკავშირში გაწევრიანება მთლიანად პირობითობაზეა დაფუძნებული“,- პასუხობს სამხარაძე.

ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე შეაფასა, ევროპარლამენტის მოწოდება, ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს და აცხადებს, რომ აღნიშნულის საფუძველი გახდა ის, რომ „ჩვენს მეგობრებს" უნდოდათ დაეზიანებინათ ქვეყნის ხელისუფლება და ამასთან ერთად ქვეყანა.

„ ჩანაწერში წერია, რომ მას [ბიძინა ივანიშვილს] ბიზნეს და პოლიტიკური კავშირები აქვს კრემლთან. უკაცრავად, ბიზნეს და პოლიტიკური კავშირები თუ ვინმეს აქვს კრემლთან, ამას დამტკიცება სჭირდება, ამის ფაქტები უნდა არსებობდეს. მინდა ვთხოვო თითოეულ მათგანს, ვინც რეზოლუციაში ჩასწორება მოითხოვა, კონკრეტული დამადასტურებელი ფაქტები მოიტანონ, თუ რა ბიზნეს და პოლიტიკური კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს კრემლთან. თუ ამ ფაქტებს ვერ მოიტანენ, ე.ი. ტყუილი, დემაგოგია და ცილისწამებაა“,- აღნიშნავს სამხარაძე.

მან საგარეო პოლიტიკის კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელმწიფო ვიზიტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიესალმება მის გააქტიურებას.

" კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩადის და აჟღერებს იმ პოზიციას, რაც ქართველ ხალხს აქვს, რომ ჩვენ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს. მივესალმები მის გააქტიურებას უკანასკნელ თვეებში“,- აღნიშნავს სამხარაძე.

გარდა ამისა, სამხარაძემ იმ ფაქტზეც ისაუბრა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური პარტიების მიერ „ჩახსნილი“ საარჩევნო სიების აღდგენას და ამ თემაზე კონსულტაციების დაწყებას ითხოვს. როგორც სამხარაძე განმარტავს, სიებს არ აღუდგენენ, ვინაიდან, „ყველამ პასუხი უნდა აგოს იმ პოლიტიკურ დანაშაულზე, რაც მათ 2020 წლის შემოდგომაზე ჩაიდინეს.

„მათ თავისი ნებით ჩახსნეს, ჩვენ არ ჩაგვიხსნია სიები. სწორედ იმ პერიოდში იყო, როდესაც საბოტაჟის რეჟიმში იყვნენ და ქვეყანას აჯანჯღარებდნენ პანდემიის დროს, პარლამენტს სრულფასოვანი მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. ყველამ თავის შეცდომაზე უნდა აგოს პასუხი, ეს არის მათი პასუხისმგებლობა. ზაალ უდუმაშვილს არავინ აგდებდა, მან გადაწყვიტა პარლამენტიდან გასულიყო“,- აღნიშნავს სამხარაძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო