ნორვეგიული ეკო ტურისტული ორგანიზაცია სტატიას სათაურით - „ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის საქართველო სამოთხეა“ აქვეყნებს

ნორვეგიის ეკო ტურისტული კვლევითი ორგანიზაცია Linking Tourism & Conservation Society საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს. „ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის საქართველო სამოთხეა“ - ამ სათაურით Linking Tourism & Conservation Society საქართველოს დაცულ ტერიტორიებს აღწერს.

სტატიის ავტორებმა კრისტოფ პროკოშმა და კრისტოფ ზოკლემა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურეს.

„დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ნორვეგიიდან ჩამოსულმა ჯგუფმა საქართველოში გამოიკვლიეს, თუ რამდენად მიმზიდველია ეს ქვეყანა ფრინველებზე დაკვირვების მოყვარული ტურისტებისთვის. დასკვნები შთამბეჭდავია, საქართველოს აღმოსავლეთით, დაცულ ტერიტორიებზე ერთკვირიანი ვიზიტისას ჩვენ 157-ზე მეტი სახეობის ფრინველი ვიხილეთ, მათ შორის იყო: კავკასიური შურთხი, კავკასიური როჭო, რომლებიც საუკეთესო ბუნებრივ პირობებში იმყოფებიან. გაზაფხულზე საქართველოში ძალიან ბევრ გადამფრენ ფრინველს იხილავთ. ჩვენ შედარებით ადრე მოგვიწია საქართველოში ჩასვლა, ფრინველების მიგრაციის პიკი ჯერ არ იყო, თუმცა, გადამფრენ ფრინველთა სულ მცირე, 15 სახეობას დავაკვირდით. მგალობელ ფრინველთა ნაწილი საქართველოში გვიან მოფრინდა, რადგან გაზაფხულს მოსვლა ცოტა დააგვიანდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ 7 სახეობის ტოროლა და 4 სახეობის მეღორღია ვიხილეთ“, - აღწერენ ნორვეგიული ორგანიზაციის მკვლევრები.

„ვინც საქართველოში სამოგზაუროდ ჩადის გამორჩეული მასპინძლობით ხვდებიან. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართველებმა ტურისტული ინფრასტრუქტურა მოაწყვეს. საქართველო გამორჩეულია კულტურული სიმდიდრით, შესანიშნავი კერძებითა და ღვინის უძველესი კულტურით.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გაცნობიერებული აქვს, რომ ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ქვეყანას ვიზიტორთათვის მრავალფეროვანი კულტურული ფასეულობები შეუძლია შესთავაზოს. მიუხედავად მცირე ფართობისა, საქართველო ევროპაში ყველაზე საოცარი და მრავალფეროვანი ეკოზონებით გამოირჩევა”, - ნათქვამია Linking Tourism & Conservation Society-ის ვებ-გვერდზე.

სტატიაში აღწერილია ვაშლოვანისა და ყაზბეგის ეროვნული პარკები. სტატიის ბოლოში კი, რჩევებია მათთვის, ვინც საქართველოში მოგზაურობას და ფრინველებზე დაკვირვებას გეგმავს.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს