„ალტ ინფო“ „თბილისი პრაიდზე“ - მოვახდენთ ჩვენი მხარდამჭერების სრულ მობილიზაციას, რომ ეს ღონისძიება არ ჩატარდეს - წელსაც 100%-იანი რეაქცია გვექნება

პარტია „კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფოს“ განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დედაქალაქში 2 ივლისს „თბილის პრაიდი“ არ ჩატარდეს.

პარტიის განმარტებით, არ იღებენ არანაირ პასუხისმგებლობას იმის შესახებ, თუ რა მოხდება მათ მიერ დაანონსებულ აქციაზე.

„ხდება ჩვენი რესურსების, მომხრეების მობილიზაცია და არა მხოლოდ ჩვენი მომხრეების. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოხდეს მაქსიმალური მობილიზაცია იმ ადამიანებისა, ვისთვისაც მიუღებელია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარდეს ისევე, როგორც ეს ვერ ჩატარდა 5 ივლისს“, - აცხადებენ „კონსერვატიულ პარტიაში“.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს მიმართავს „ალტ-ინფოს“ კიდევ ერთი წევრი ზურაბ მახარაძე.

„წელსაც 100%-იანი რეაქცია იქნება და მე მგონი, ამას ყველა ხვდება. თუ ვინმეს, ამ ყველაფრის ორგანიზატორებს ოდნავ მაინც თავში ჭკუა აქვთ, მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით, როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ, სჯობს, რომ ეს ყველაფერი გააუქმონ.თუ ისინი ამ პროვოკაციაზე მაინც წავლენ, ჩვენ მოვახდენთ ჩვენი მხარდამჭერების სრულ მობილიზაციას და ვიქნებით ქუჩაში“, - აცხადებს მახარაძე.

გარდა ამისა, როგორც „კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფოში“ ამბობენ, მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში საქართველოში აიკრძალება ნებისმიერი ფორმის სექსუალური ორიენტაციის საჯარო დემონსტრირება. მათი განმარტებით, აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტში ორშაბათს შეიტანენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა