ირაკლი ჩიქოვანი - რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, რომელშიც მძლავრობდა პოლიტიკური ინტერესები და ზუსტად აქედან გამომდინარეა ის დოკუმენტი, რაც მივიღეთ

საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები და მათ ჰყავთ ლობისტები, რომელთაც შეიძლება შორს მიმავალი გეგმები აქვთ და კანდიდატის სტატისის მონიჭება-არმინიჭებაზე აქვთ გარკვეული მიზნები, რომელიც ქვეყანაში დაძაბულობას და გარკვეულწილად არადემოკრატიული პროცესების განვითარებას გულისხმობს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციაში ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაა, რომელიც რეალობას არ ასახავს, სიმართლე არ არის და არც ნიკა გვარამია და არც მიხეილ სააკაშვილი არ არიან მედია გარანტორები. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო „ტრიოს“ სხვა სახელმწიფოებთან ერთად მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

„არიან ადამიანები, რომლებიც არიან "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტები, სამწუხაროდ, ევროკავშირშიც არიან და აქედან გამომდინარე ის მივიღეთ, რაც მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, რეზოლუცია ვერ მიაყენებს ჩრდილს იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს მიღწეული, რომელიც ყველასთვის თვალსაჩინოა და ვიდრე ომი დაიწყებოდა, საქართველო ნამდვილად იყო დაწინაურებულ პოზიციებზე ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან შედარებით. რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, რომელშიც მძლავრობდა პოლიტიკური ინტერესები და ზუსტად აქედან გამომდინარე არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც მივიღეთ. პირდაპირ გეტყვით, რომ ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ თუ ვინმე იმსახურებს კანდიდატობას ევროკავშირში, არის საქართველო. ჩვენ კარგად გვესმის ის გეოსტრატეგიული ვითარება, რომელიც ახლა არის ევროპასა და მსოფლიოში და მიგვაჩნია, რომ დღეს, კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანამ უნდა მიიღოს,"- განაცხადა ჩიქოვანმა.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია