ფინანსთა მინისტრი ევროკომისიის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ვირტუალურ ფორმატში შეხვდა ევროკომისიის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, ელენა ფლორესს.

სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეფექტური, ნაყოფიერი და ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის.

ლაშა ხუციშვილმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ევროკავშირმა ქვეყანას გაუწია COVID-19-ის პანდემიის რთულ პერიოდში.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა ევროკავშირის ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას საქართველოსთვის, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში.

საუბარი შეეხო ევროკავშირის წევრობისთვის საქართველოს განაცხადს. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ უმოკლეს ვადაში შეავსო კითხვარი და ახლა ქვეყანა ელოდება წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პანდემიამდე და პანდემიის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რეგიონში შექმნილ ვითარებასა და არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ, უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერასა და დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხებს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო განაგრძობს რეფორმების დღის წესრიგს. ერთ-ერთ მაგალითად დასახელდა სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმა, რომლის შედეგია ის, რომ ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო მსოფლიოს ლიდერი ქვეყანა გახდა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს