ევროკავშირის მხარდაჭერით ფესტივალი „ამო წალკაში“ გაიმართება

ფესტივალი „ამო წალკაში“ 11 ივნისს, 16:00 საათზე, ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართება. “ფერმერთა ასოციაციის“ ინფორმაციით, CENN-ისა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ორგანიზებით, ფესტივალი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში იმართება.

ფესტივალს ევროკავშირის საქართველოში წარმომადგენლები, ფერმერები, ბიზნესი, აღმასრულებელი ხელისუფლება, საერთაშორისო, ადგილობრივი და სოფლის მეურნეობაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

„ფესტივალის მიზანია წალკის მუნიციპალიტეტის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდების, ადგილობრივი მეწარმეების, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების, ორგანიზატორებისა და სხვა სტუმრების წალკაში, ერთ სივრცეში შეკრება და გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა თემატური სივრცეები, რომელიც მოსულ სტუმრებს მიაწვდის ინფორმაციას წალკის ისტორიული ფაქტებისა და პროექტის “ეს წალკაა“ ფარგლებში შესრულებული საქმიანობის შესახებ. ძირითადი სივრცე დაეთმობა ადგილობრივი ფერმერების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვას, სადაც მოსულ სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ და შეიძინონ ადგილობრივი პროდუქტები. ერთ-ერთ სივრცეში ბავშვები შექმნიან ნახატებს სოფლის მეურნეობის, მათი თვალით დანახული წალკის მომავლისა და უკრაინის თემებზე, რომლის შეძენა სტუმრებს იქვე შეეძლებათ; შემოსული თანხა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გახსნილ ფონდში გადაირიცხება.

ფესტივალით დაინტერესებულ სტუმრებს 18:30 საათიდან შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ აგროტურისტულ მარშრუტში, გაეცნონ წალკის ტურისტულ პოტენციალს და დააგემოვნონ ადგილობრივი პროდუქცია.

ფესტივალის ფარგლებში საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაციასა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ფესტივალი ლაივ კონცერტით დაიხურება. ფესტივალი „ამო წალკაში„ პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა