ოთარ შამუგია აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ახლად დანიშნულ მინისტრს, ზაზა შავაძეს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ღონისძიებები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებასა და გარემოსდაცვით საკითხებს უკავშირდება, მჭიდრო კოორდინაციით, მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა განვახორციელოთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ციტრუსის სეზონის მოსამზადებელი სამუშაოებისა და ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობის საკითხებს.

„მაქვს თქვენთან საუკეთესო თანამშრომლობის მოლოდინი და, ვფიქრობ, აჭარაში სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ პროექტებს მნიშვნელოვანი შედეგები ექნება“, - აღნიშნა ზაზა შავაძემ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და მინისტრის მრჩევლები დავით წითლიძე და ჯემალ ფუტკარაძე ესწრებოდნენ.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს