ამირან გამყრელიძე - „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო მასობრივი აცრა არ აღუდგენიათ, თუმცა ვაქცინის გარკვეული რაოდენობები ქვეყნებს აქვთ და როცა საჭირო იქნება შეიძლება დადგეს საკითხი კონტაქტების აცრაზე

"მაიმუნის ყვავილის" შემთხვევების დაფიქსირების მიუხედავად, ყვავილის საწინააღმდეგო მასობრივი აცრა არ აღუდგენიათ, თუმცა ვაქცინის გარკვეული რაოდენობები ქვეყნებს აქვთ და როცა საჭირო იქნება შეიძლება დადგეს საკითხი კონტაქტების აცრაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ამ დროისთვის ერთ საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა და პასუხი კვირის ბოლომდე იქნება.

"როდესაც ე.წ. მაიმუნის ყვავილის შემთხვევების ზრდა მოხდა არაენდემურ ქვეყნებში, მაშინ ჩვენ გავაძლიერეთ ზედამხედველობა გამონაყრით მიმდინარე დაავადებებზე, რამეთუ მოგეხსენებათ, ერთ-ერთი სიმპტომი მაღალ სიცხესთან, შემცივნებასთან, ყელის ტკივილთან და სხვა სიმპტომებთან ერთად გახლავთ, გამონაყარი. თუ ექიმი ეჭვს მიიტანს მაშინ ჩვენთან შეიძლება ამის დიაგნოსტირება. სამი ასეთი სავარაუდო შემთხვევა იყო, 2-ზე გამოირიცხა და ერთ შემთხვევაზე, სადაც მეტი ეჭვი იყო, მიმდინარეობს ღრმა კვლევა. ალბათ, ამ კვირის განმავლობაში უნდა გვქონდეს პასუხი. არაენდემურ ქვეყნებში მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად. ჩვენთან სამივე პაციენტი იყო მსუბუქი, მათ შორის, ისიც, რომელიც სავარაუდოდ, არის იდენტიფიცირებული. აქაც გახლავთ მსუბუქი მიმდინარეობა, არაფერი არ აწუხებს, გამონაყარიც ალაგდა. გვაქვს PCR ტესტებიც. რაც შეეხება ვაქცინაციას - ჯერჯერობით არ გახლავთ ასეთი რეკომენდაცია, რომ ყვავილის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აღდგეს.

მოგეხსენებათ, რომ ამ "მაიმუნის ყვავილსაც" გარკვეულწილად ფარავს ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა. 1980 წლამდე დაბადებული ყველა აცრილია ამ ვაქცინით, ხოლო 1980 წლის შემდეგ დაბადებულები ვინაიდან ყვავილის აღმოფხვრა მოხდა, იცრებიან მხოლოდ და მხოლოდ რისკ ჯგუფები, ვინც მუშაობენ ლაბორატორიებში ყვავილთან არსებულ ვირუსებთან, ზოგიერთ ქვეყნებში არის სამხედროების აცრა და კიდევ რამდენიმე რისკ ჯგუფის.

დღესაც, როდესაც მოიმატა "მაიმუნის ყვავილის" შემთხვევებმა არ აღუდგენიათ ყვავილის საწინააღმდეგო მასობრივი აცრა, თუმცა ვაქცინის გარკვეული რაოდენობები ქვეყნებს აქვთ და როცა საჭირო იქნება, შეიძლება დადგეს საკითხი კონტაქტების აცრაზე. ჯერჯერობით არც მასობრივი აცრის რეკომენდაცია არსებობს და მათ შორის, არის წამალი და არც იმის რეკომენდაცია გახლავთ, რომ ჩვენ მასობრივად თუ იქნა შემთხვევა, ვინმეს როგორ ვუმკურნალოთ. ჯერჯერობით ასეთი რეკომენდაციები არ არის. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რადგან მას მარაგებში უდევს რამდენიმე ათეული მილიონი ვაქცინა, ისევე როგორც წამლები და იქ სადაც საჭირო იქნება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიაწოდებს", - განაცხადა გამყრელიძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა