ოთარ გრიგოლია - ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ კეზერაშვილი კორუმპირებული კრიმინალია და არა „მედიის წარმომადგენელი”

თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოს ვერც ოპოზიციის მცდელობები და ვერც ცალკეული ევროპარლამენტარის დამოკიდებულება ხელს ვერ შეუშლის.

განცხადება ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

„ევროპა რაციონალურია, ის გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს და აჩვენებს რუსეთს, რომ ღირსეული და მეომარი ქვეყნები - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა აუცილებლად გახდებიან ევროპული ოჯახის წევრები“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ოპოზიციას ხმა არ მისცა და არც მომავალში აპირებს ამის გაკეთებას.

„ოპოზიციის ყველა მცდელობა, ლეგიტიმაცია ქვეყნის გვერდის ავლით, თუნდაც ევროპარლამენტში მიიღოს, ფუჭია და მომავალში მათ არც ერთ მანდატს არ შემატებს. ყველამ კარგად იცის, თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია და რა ბრალი მიუძღვით მათ ქვეყნის წინაშე. ასევე კარგად იციან, თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და ისიც რომ, დავით კეზერაშვილი არა მედიის დევნილი მფლობელი არამედ ჩვეულებრივი კორუმპირებული კრიმინალია, რომელმაც მილიონობით დოლარის სარგებელი ნახა ამ ქვეყანაში, მოიპარა და წაიღო ქვეყნიდან“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა