გია ვოლსკი - არავითარი ვნებათაღელვა ხუნდაძის განცხადებას არ გამოუწვევია - საზოგადოების დიდი ნაწილიც ასე ფიქრობს, რომ უსამართლობის ატმოსფეროში ყოფნა არ შეიძლება - ხუნდაძის პოზიცია „ქართული ოცნების“ პოზიციას არ წარმოადგენს

არავითარი ვნებათაღელვა დიმიტრი ხუნდაძის განცხადებამ არ გამოიწვია - საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ასე ფიქრობს, რომ უსამართლობის ატმოსფეროში ყოფნა არ შეიძლება! - ასე უპასუხა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, როდესაც უმრავლესობის წევრი საზოგადოების საყურადღებოდ საკუთარ აზრს აჟღერებს, ვალდებულია იყოს გულახდილი და საზოგადოებისა და საკუთარი ამომრჩევლის გარკვეულ მოსაზრებებს იმეორებდეს.

ამასთან, ვოლსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხუნდაძის პოზიცია პარტია „ქართული ოცნების“ და პოლიტიკური გუნდის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს.

„საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია უსამართლოა. აბსოლუტურად შეუსაბამოა მასში ასახული ფაქტობრივი მონაცემები. დიმიტრი ხუნდაძემ გარკვეული მოსაზრებები გააჟღერა, თუმცა ეს პარტიის და პოლიტიკური გუნდის ოფიციალური პოზიცია არ არის.

ჩვენ გადაწყვეტილებას ველოდებით, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა მიიღებს. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით იქნება მიღებული - საქართველოს ექნება მხარდაჭერა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ხუნდაძის პოზიციის შეფასებისას, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობას არ ემუქრება, მას აქვს სტანდარტები და საქართველოც ამ სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს.

„მაგრამ არსებობს ერთი მთავარი - ეს არის საქართველოს ეროვნული ღირსება და საზოგადოების ინტერესი. ყველაფერი პროცესია და ამ პროცესში მთავარი თემა უნდა შევინარჩუნოთ - ეს არის ეროვნული ღირსება, უსაფრთხოება და ევროკავშირის მხარდაჭერა“, - დასძინა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა