13 ივნისს გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 13 ივნისს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, არაყიშვილის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ბროლოსანის, შარტავას, გამსახურდიას, საბურთალოს, ხვიჩიას და ჭაბუკიანის ქუჩების მოსახლეობას.

ასევე 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, ლორთქიფანიძის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.

15:00 საათიდან 20:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნესტან-დარეჯანის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, ვარკეთილის მესამე მასივის IX კვარტლის, ჯავახეთის, ვიქტორ კუპრაძის და ზაჰესის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხორავას, თარხნიშვილის, გურგულიას, ყაზბეგის, სვანიძის, მელიქიშვილის, ტატიშვილის, ბარნოვის, ბაქრაძის და გუდაურის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ინგოროყვას ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I, III, IV მიკრორაიონების, ომარ ხიზანიშვილის, ილია ვეკუას და მარატ ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სახალხოს ჩიხის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, არტურ ლაისტის, აბუსერიძე-ტბელის, აბაკელიას და გუდარეხის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ხევძმარის და თემქის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის ნაკვეთების, მუხიანის IVა მიკრორაიონის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, თემქა-მუხიანის გადასახვლელის, თემქა-ავშნიანის დასახლების, ვახტანგ ფირცხალავას, მონადირის, ნუშის, ანტონ II, გურამ ქუთათელაძის, მუხიანის, გიორგი ავალიშვილის, ორიონის, ავშნიანის, ალეკო გობრონიძის, გია რომელაშვილის, ანაპის 414-ე დივიზიის, ავშნის, ავეტიკ ისაკიანის, გლდანის ხევის და ნიკოლოზ ჯანაშიას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები