14 ივნისს გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, 14 ივნისს გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის და კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას და ალექსანდრე (საშა) იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის ა, II, III, IV, V, VII მიკრორაიონების, მეტრო "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიის, წყაროთუბნის, ხევისპირის, ჯაბიძის, მწვანეს, შულენბერგის, ფარსმან II ქველის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის, ქერჩის, ილია ვეკუას, ხევძმარის, ხიზაბავრის, შეშელიძის და ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის (ძველი სახლი), თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების IX კვარტლის, ბარამიძის, ურეკის, შატილის, აბაის, ჩარგლის, ანაპის 414-ე დივიზიის, თიანეთის, ვასილ კაკაბაძის, სიხარულიძის, გარიყულის და გამრეკელის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება იუმაშევის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ლობაჟანიძის, საექიმოს, მეველის და გუდარეხის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, მაჩაბელის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა