ანონსი 11 ივნისი

11 ივნისს, 12:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში ახლად აშენებულ სპორტის სასახლეს დაათვალიერებს.

მის: უნივერსიტეტის ქუჩა N15 ა

11 ივნისს, 12:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ ორგანიზებით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა გაიმართება - „ღირსეული მინიმალური ხელფასი შრომის ღირსეული ანაზღაურების საფუძველია“.

საკონტაქტო: 599437403

11 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის სხდომათა დარბაზთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ევროინტეგრაცია

11 ივნისს, 14:00 საათზე, „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილების ავტორების გამოვლენისა და დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.

მის: მერაბ კოსტავას ქუჩა N14 (სასტუმრო „სტამბა", სართული 4, სივრცე "Roof Top")

11 ივნისს, 16:00-დან 18:00 საათამდე თეატრალურ კომპანია „ჰარაკში" ჯგუფი „ქამელეონის“ მიერ ორგანიზებული დრამატურგიის ფესტივალის გახსნა და იასმინა რეზას პიესის „არტი" მხატვრული წაკითხვა გაიმართება.

მის: ვ.პეტრიაშვილის N1 (ღვინის ქარხანა)

11 ივნისს, 16:00 საათზე, ევროკავშირის მხარდაჭერით ფესტივალი „ამო წალკაში“ გაიმართება, რომელსაც ფერმერები, ევროკაშირის დელეგაციის, ბიზნესის, აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო, ადგილობრივი და სოფლის მეურნეობაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

საკონტაქტო ტელ: ნათია მსხილაძე, GFA, კომუნიკაციის მენეჯერი: 591 051 905;

მარი კიკვაძე CENN, კომუნიკაციის მენეჯერი: 577 959 020

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა