გიორგი ხანიშვილი თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე  „ჩვენებურები“ სიტყვით გამოვიდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე „ჩვენებურები“ სიტყვით გამოვიდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული სახელმწიფო პროექტები გააცნო და საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„უცხოელი ინვესტორებისთვის სახელმწიფო ხელსაყრელ გარემოს ქმნის ბიზნესის განსახორციელებლად. ჩვენი მიზანია, ქვეყანაში მოსავლიანობის რიცხვი გავზარდოთ, ქართული მიწა ეფექტიანად გამოვიყენოთ და წარმოებული პროდუქციის ხარისხი გავაუმჯობესოთ. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში, ქვეყანაში ბევრი აგრომიმართულებით დაინტერესებული ბიზნესმენი ჩამოვა, რაც ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

უწყების ცნობით, თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით და თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული ისტორიული დიასპორის ინიციატივით, პირველად, გაიმართა.

„ ფორუმის მიზანი საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ თურქეთის ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა ინფორმირება და ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება იყო.

ბიზნესფორუმში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ოსმან თურანი და საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ფატმა ჯერენ იაზგანი მონაწილეობდნენ.

ფორუმის ფარგლებში, საქართველოს 100-ზე მეტი თურქი მეწარმე, პოტენციური ინვესტორი, თურქეთის სხვადასხვა რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები, სასოფლო-სამეურნეო, კვების, მსუბუქი მრეწველობის, ტურიზმის და სხვა სფეროს წარმომადგენლები ეწვივნენ“,- აღნიშნავენ უწყებაში.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე