პროექტის „ოპერა შენს ეზოში“ პირველი ღონისძიება ვაზისუბანში გაიმართა

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე თბილისის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი პროექტის - „ოპერა შენს ეზოში“ პირველ ღონისძიებას დაესწრო.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის 170-ე საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი პროექტი ვაზისუბნის II მკ/რ-ნის, მე-10, მე-11 და მე-12 კორპუსების ეზოში, მოედანზე დაიწყო.

ღონისძიებაზე ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის წამყვანმა სოლისტებმა, ახალგაზრდა საოპერო მომღერლებმა და კონცერტმაისტერებმა პირველი კონცერტი გამართეს.

ღონისძიება საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ გახსნა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მაჟორიტარმა დეპუტატმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ დედაქალაქის სხვა და სხვა უბანში გამართული მრავალფეროვანი და ფართო საზოგადოების ინტერესზე გათვლილი კლასიკური მუსიკის კონცერტი მოსახლეობის დადებით შეფასებას დაიმსახურებს.

„მოხარული ვარ, რომ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური მიერ დაფინანსებული პროექტი „ოპერა შენს ეზოში“ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის უშუალო მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია ქალაქის თითოეული უბნის მცხოვრებელს შესაძლებლობა მიეცეს თავისი უბნის სკვერში ან ეზოში ეზიაროს საოპერო ხელოვნებას, რადგან მოსახლეობის ყველა ფენის წარმომადგენელს არ აქვს საშუალება დაესწროს კლასიკური მუსიკის საღამოებსა და საოპერო წარმოდგენებს“,- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

კოსტიუმირებულ ღონისძიებაზე რომელსაც ვანო გალუაშვილი ხელმძღვანელობდა ზაქარია ფალიაშვილის, ვიქტორ დოლიძის და ოთარ თაქთაქიშვილის ოპერებიდან ნაწარმოებები, ასევე დასავლეთ ევროპული და ნეაპოლიტანური სიმღერების შედევრები იყო წარმოდგენილი.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს