გუბერნატორის ინფორმაციით, სევეროდონეცკში ოკუპანტებმა სერიოზული დანაკარგები განიცადეს

სევეროდონეცკში, ქიმიკოსთა კულტურის სახლში გამართული შეხვედრისას, ოკუპანტებმა სერიოზული დანაკარგები განიცადეს, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი იუწყება.

„რაშისტებმა“ სევეროდონეცკის ერთ-ერთ შენობაში შეხვედრის გამართვა სცადეს, მაგრამ რაღაც არასწორად მოხდა, ბევრი დაღუპულია. ვიცით, რომ ყუმბარები და ჭურვები ფანჯრებიდანაც კი ცვიოდა. მოგვიანებით, ალბათ, გვექნება ინფორმაცია, შეგვიძლია ვთქვათ, ვინ დაიღუპნენ ქიმიკოსთა კულტურის სახლში“, - განაცხადა გუბერნატორმა.

მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაციას, რომ რუსები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ავიაციისა და არტილერიის გამოყენებით ოთხი მიმართულებით უტევენ. ამასთან, გრძელდება ბრძოლა სევეროდონეცკისთვის.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა