რუსთავის საპატრულო პოლიციას ახალი ავტომობილები გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პოლიციელებისთვის ევროპული სტანდარტის სამუშაო პირობების შექმნას, საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ავტოპარკის განახლებას, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს ახალი, სედანის ტიპის, ჰიბრიდულძრავიანი 10 ავტომობილი გადასცა.

უწყების ცნობით, სამინისტროში საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელებისთვის უკეთესი, კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა.

„ვაჟა სირაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი გამართა, მათ დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა. ვაჟა სირაძე ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის ერთიანი მომსახურების ცენტრში იმყოფებოდა და თანამშრომლებს გაესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ახალი ავტომანქანები არის ეკონომიური, რაც შეამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს, კერძოდ, საწვავისა და სერვისის ხარჯს.

ამავდროულად, ახალ ავტომობილებს მინიმალური გამონაბოლქვი აქვს და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. ბათუმისა და ქობულეთის შემდეგ, ეკოლოგიურად უსაფრთხო და თანამედროვე საპოლიციო ტრანსპორტი რუსთავშიც სრულად ჩაანაცვლებს საპატრულო პოლიციის მხოლოდ საწვავზე მომუშავე მანქანებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის ავტოპარკს რეგულარულად აახლებს. გასულ წელს, პოლიციის დანაყოფების ავტოპარკი 700-მდე ახალი ავტომობილით განახლდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს