ილია ღუდუშაურმა და თენგიზ ცერცვაძემ ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო - სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მასთან ერთად იმყოფებოდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

როგორც ილია ღუდუშაურმა განაცხადა, სამედიცინო დაწესებულება უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით აღიჭურვება და ის ინფექციური საავადმყოფოს სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალ შენობაში თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების მქონე ლაბორატორია, მიმღები და სტაციონარული განყოფილებები მოეწყობა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს