კახეთის რეგიონში, მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დედოფლისწყაროს მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად, მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიაზე წელს, დაახლოებით, 160--170 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი იქნება.

„ვფიქრობთ, მიმდინარე წელი გამორჩეული იქნება, როგორც მოსავლის აღების ორგანიზების თვალსაზრისით, რისთვისაც შექმნილია შტაბი, ასევე გამორჩეული იქნება კარგი მოსავლიანობით. გასულ წელს, საქართველოს ტერიტორიაზე, ავიღეთ დაახლოებით 140 ათასი ტონა ხორბალი; ვფიქრობთ, წლევანდელი მაჩვენებლები 160-170 ათასი ტონის ფარგლებში იქნება. იმედია, სეზონი გვექნება ნალექების გარეშე და გვექნება შესაძლებლობა შემჭიდროებულ ვადებში სრულად ავიღოთ მიღებული მოსავალი“, - განაცხადა ხანიშვილმა.

დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მარცვლეული კულტურების მოსავლის ორგანიზებულად ასაღებად, აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.

სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის 80-მდე კომბაინთან ერთად, მოსავლის აღების პროცესში კერძო სექტორში არსებული ტექნიკაც ჩაერთვება. მოსავლის აღების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა