ზურაბ აზარაშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია და მის განხორციელებასთან დაკავშირებული სამომავლო საჭიროებები განიხილეს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დელეგაციის წევრებს დოკუმენტის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ სტრატეგიის მიზნების განხორციელება მოსახლეობისთვის ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას მკვეთრად გააუმჯობესებს.

დოკუმენტი, მომდევნო 9 წლის განმავლობაში, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვას, ჯანმრთელობის დაცვის უფლებასთან მიმართებით ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს ასახავს.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა ადამია, „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ხელმძღვანელი ტიბორ დრასკოვიჩი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი კოლომბ დე მერსი და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე