რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მათ, ვინც სულთმოფენობას აღნიშნავს, დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მათ, ვინც სულთმოფენობას აღნიშნავს, დღესასწაულს ულოცავს.

­სულთმოფენობა ­ სულიწმიდის გადმოსვლას ზეიმობენ მალაკნები.

„დღეს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი სულთმოფენობას დღესასწაულობს. სახარების სწავლებით, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, იერუსალიმში, ციდან გარდამოვლენილი ღვთაებრივი ცეცხლი ქრისტეს მოწაფეებზე გადმოვიდა, რომლებმაც სხვადასხვა ენებზე დაიწყეს ქადაგება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემს სულთმოფენობის დღესასწაულს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

­ სულიწმიდის გადმოსვლის დღე აღინიშნება ბაპტისტურ თემშიც.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირსა და თბილისის საერთაშორისო ბაპტისტურ ეკლესიას, მათ მრევლს სულიწმინდის მოფენას ულოცავს. სახარების რწმენით, ღმერთმა ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი. წმინდა მოციქულებზე აღსრულებული სულთმოფენობის შემდეგ, ეს დღესასწაული ეკლესიაში საღვთო სულის განუწყვეტელი მყოფობის ნიშანია“,- აღნიშნავს რელიგიის სახელმწიფო სააგენტო.

­ სულთმოფენობა დღეს აღინიშნება პროტესტანტულ ეკლესიაშიც.

„საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. სახარების რწმენით, ღმერთმა ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიასა და მის მრევლს და მშვიდობას უსურვებს მათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღეს აღინიშნება ასევე სახარების რწმენის ­ სულთმოფენობა.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მაცხოვრის სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს სახარების რწმენის ეკლესიასა და მის მრევლს.

სულთმოფენობა აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. წმინდა მოციქულებზე აღსრულებული სულთმოფენობის შემდეგ, ეს დღესასწაული არა მხოლოდ წარსული მოვლენების გახსენებაა, არამედ ეკლესიაში საღვთო სულის განუწყვეტელი მყოფობის ნიშანს წარმოადგენს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო