„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეული ნიკოლოზ ღვანია გახდა

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეული ნიკოლოზ ღვანია გახდა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წელს საკონკურსო თემად: „მიწერე წერილი გავლენიან ადამიანს, თუ რატომ და როგორ უნდა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით” შეირჩა და კონკურსის მიზანი, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, წერილის წერის ტრადიციისა და აქტუალური თემების ახალგაზრდა თაობაში პოპულარიზაციაა.

მათივე ცნობით, კონკურსში მონაწილეობის მიღება 9-15 წლამდე ასაკის მოზარდებს შეეძლოთ.

ნიკოლოზ ღვანიამ წერილით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მიმართა და კლიმატის ცვლილების მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ ისაუბრა. სამინისტროს რჩეულს სერტიფიკატი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გადასცა.

„ყველაზე შედეგიანია, სწორედ მოზარდებთან დავიწყოთ გარემოსდაცვით თემებზე საუბარი და ვიზრუნოთ მათი ისეთ მოქალაქეებად აღზრდაზე, რომლებიც მოუფრთხილდებიან გარემოს. აღნიშნული კონკურსი, წლევანდელი თემით, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან სასიამოვნო იყო ახალგაზრდების არაერთი საინტერესო მოსაზრების გაცნობა კლიმატის ცვლილების საკითხებზე. როდესაც ვსაუბრობთ კლიმატის ცვლილებაზე და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, ყოველდღე გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები მის შესაჩერებლად”, - განაცხადა თამარ ალადაშვილმა.

ამასთან, უწყების ცნობით, „მსოფლიო საფოსტო კავშირი” წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული რუსთავის #24 სკოლის ქართული გიმნაზიის მე-7 კლასის მოსწავლე ლილე ხორიაშვილი გახდა და მისი ნამუშევარი „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ გაიგზავნება და ასევე, ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში გამოვლენილი გამარჯვებულები საერთაშორისო მასშტაბით განაგრძობენ შეჯიბრს.

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერით მიმდინარე წელს მეცხრედ გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს