ბათუმში  “საქართველოს ბანკზე” თავდასხმის საქმეზე ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ბათუმში, “საქართველოს ბანკზე” თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბაქარ მჟავანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ბრალდება აბსურდულია.

დაცვის მხარე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს და ელექტრონულ მონიტორინგსაც სთავაზობდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, იარაღის დემონსტრირებით, მოლარეს თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ამავე იარაღიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე