უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა გაანადგურეს ხიდი, რომელიც სევეროდონეცკს ლისიჩანსკთან აკავშირებდა

ადგილობრივი ოფიციალური პირის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა გაანადგურეს ხიდი, რომელიც აკავშირებს ქალაქ სევეროდონეცკს ქალაქ ლისიჩანსკთან, შედეგად შესაძლო ევაკუაციის მარშრუტი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შეუძლებელი გახდება.

მან დასძინა, რომ ლისიჩანსკში რუსული დაბომბვის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა და ოთხი სახლი და სავაჭრო ცენტრი განადგურდა.

სევიეროდონეცკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ქალაქის დაახლოებით მესამედი დარჩა უკრაინის ძალების კონტროლის ქვეშ და დაახლოებით ორი მესამედი რუსეთის ხელშია.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა