კოჯორში ახალგაზრდული ლეგიონის კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე კოჯორში იუნკერთა მემორიალთან იმყოფებოდნენ, სადაც ახალგაზრდული ლეგიონის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დავით სუჯაშვილმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლებს სამხედრო საქმისადმი ინტერესის გამო მადლობა გადაუხადა.

მან განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნისთვის მოხალისეთა ორგანიზაციების მნიშვნელობასა და მათ მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერას დაუთმო. ახალგაზრდებს სიტყვით ეროვნული გვარდიის მეთაურმაც მიმართა.

„110 მსმენელს, რომლებმაც სამხედრო და სალაშქრო კურსი წარმატებით დაასრულეს, ახალგაზრდული ლეგიონის სამხრეები და სერთიფიკატები გადაეცათ. მათ 10-კვირიანი პროგრამის ფარგლებში, საბაზისო სამხედრო და სალაშქრო სწავლება გაიარეს. კურსის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები ლეგიონში გაწევრიანდნენ.

მოგვიანებით, ახალგაზრდული ლეგიონისა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ სამეთაურო შემადგენლობას საზოგადოებაში თავდაცვის სამინისტროს პოპულარიზაციისთვის, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, უწყებრივი მედლები - „სამშობლოსთვის თავდადებული“ და „ღირსეული პარტნიორი“ გადაეცათ.

ღონისძიებას ლეგიონერების ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დაესწრნენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს