საქართველოში, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორი გამოვლინდა

საქართველოში, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორი გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ფოსტა“ ავრცელეს.

მათივე ცნობით, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წელს მეცხრედ გაიმართა.

2022 წლის საკონკურსო თემა გახლდათ “მიწერე წერილი გავლენიან ადამიანს, თუ რატომ და როგორ უნდა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით” (“Write a letter to an influential person about why and how to take action on climate change”). კონკურსის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, წერილის წერის ტრადიციის პოპულარიზაცია.

ღონისძიებაზე, ჟიურის მიერ საუკეთესო სამეული, ასევე, „საქართველოს ფოსტის“ რჩეული, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეული წერილების ავტორები გამოვლინდა. ესენი არიან:

• პირველი ადგილი - ლილე ხორიაშვილი, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქ. რუსთავის N24 ქართული გიმნაზია

• მეორე ადგილი - თამარ ნაკანი, დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლა

• მესამე ადგილი - ჯუბა ბახტაძე, სსიპ გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი ივანდიდის საჯარო სკოლა

• საქართველოს ფოსტის რჩეული - მარიამ გაბათაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი კაჭრეთის საჯარო სკოლა

• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რჩეული - დეა ლონდარიძე, სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქ. რუსთვის N8 საჯარო სკოლა

• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული - მარიამ სიხარულიძე, ჩოხატაურის რაიონის სოფელი შუა ამაღლების საჯარო სკოლა

• საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეული - ნიკოლოზ ღვანია, ფოთის N3 საჯარო სკოლა “მნიშვნელოვანია, რომ პირველი ადგილის მფლობელი წერილი „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ გაიგზავნება და საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში ჩაერთვება. შედეგად, “მსოფლიო საფოსტო კავშირის” საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორის/ქვეყნის დაჯილდოების ცერემონია 2022 წლის 9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ცენტრალურ ოფისში (ბერნი - შვეიცარია) გაიმართება.

წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი 1971 წელს "მსოფლიო საფოსტო კავშირის" ტოკიოს კონგრესზე ჩაეყარა. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრი 192 ქვეყანაში, კონკურსს ეროვნული ოპერატორები მართავენ. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი მონაწილეობს. სხვადასხვა ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები შეჯიბრს საერთაშორისო მასშტაბით განაგრძობენ. შედეგად, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამარჯვებულ ქვეყანას გამოავლენს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით, კონკურსში მონაწილეობა 400-მდე მოზარდმა მიიღო. სიგელებითა და საჩუქრებით ყველა მონაწილე დაჯილდოვდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს