„თიბისი“ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის „არტისტერიუმი 15/2022“ მხარდამჭერია. ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართულ-უკრაინული გამოფენა „ხვალ“ 15 ივნისს, ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გ. ჭანტურიას ქ. 8, გაიხსნება.
„ქართველი და უკრაინელი მხატვრების და მწერლების ერთობლივი პროექტი „ხვალ“, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. უკრაინელი მონაწილეების ნამუშევრები საქართველოში, მხატვრების მიერ გამოგზავნილი ობიექტების და ფოტო-ვიდეო მასალის საფუძველზე დამზადდა.
გამოფენის ფარგლებში სამუშაო თემებია:
გამოფენაში საქართველოდან მონაწილეობას მიიღებენ: ანა კორძაია სამადაშვილი, ნინო ხარატიშვილი, ლადო ფოჩხუა, ბესო უზნაძე, გურამ წიბახაშვილი, მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე.
ღონისძიების უკრაინელი მონაწილეები არიან: ალექსანდრა კროლიკოვკსა, ანდრიი ზელინსკი, ანტონ კირიუკი, ანტონ ლოგოვი, ლილია ჩავაგა, მაქსიმ კოზლოვი, მარია პროშკოვსკა, მარიია დროზდოვა, მარიია პროკოპენკო, მარიია ვიშედსკა, მიხაილო ჟარჟაილო (თანამშრომლობა: პიოტრ არმიანოვსკი, რომან ჰაიდაიჩუკი), ნიკიტა ვლასოვი, ვიტალი იანკოვი, ჟენია მაჩკოვსკა, ზოია ლაკტიონოვა.
არტისტერიუმი არის თბილისის ყოველწლიური, საერთაშორისო, თანამედროვე ხელოვნების გამოფენა, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს არასამთავრობო ხელოვნების ორგანიზაციის, არტერიუმის ასოციაციის მიერ. ღონისძიება საერთაშორისო გამოფენების, ინდივიდუალური ხელოვნების პროექტების, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამებისგან შედგება. არტისტერიუმი მხატვრებს, კურატორებსა და ხელოვნების კრიტიკოსებს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს.
„თიბისისთვის“ კულტურისა და ხელოვნების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა გამოფენების, ხელოვნების ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი, მხარდამჭერი, იდეის ავტორი და მასპინძელი მუდმივად არის. „თიბისი“ უკრაინის გვერდით ომის დაწყების დღიდან დგას და მხარს უჭერს „არტისტერიუმი 15/2022“-ს როგორც კულტურისა და ხელოვნების განვითარების, ისე უკრაინის გვერდში დგომის ჭრილში,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.