სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კიდევ ერთი სასტუმრო „ქუთაისი ინნ “ ოფიციალურად გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ქუთაისში არის განთავსებული, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის მიმზიდველი ლოკაცია იქნება.

სასტუმრო 100 სხვადასხვა კატეგორიის ნომრისგან შედგება და მასში 85 პირი იქნება დასაქმებული.

„აღსანიშნავია რომ სასტუმრო „ქუთაისი ინნ“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 3 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 15 000 000 ლარზე მეტს შეადგენს“, - აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ, ირაკლი გაბრიაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასტუმროების გახსნა ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე