„თიბისი კაპიტალმა“ ივნისის მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

„თიბისი კაპიტალმა“ მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. „თიბისის“ ცნობით, წინა კვირის ანონსის შესაბამისად, 2022 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი მნიშვნელოვნად, -5.5%-ზე მეტიდან, თითქმის 8%-მდე გაიზარდა.

ზრდის ფაქტორების მხრივ, მომატებულია ტურიზმის, გზავნილების, დაკრედიტების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და იმპორტის მოლოდინები. ექსპორტის მხრივ, წინა შეფასებასთან შედარებით, მხოლოდ მცირედი გაუმჯობესებაა. ბიუჯეტის დეფიციტი კი უფრო ნაკლებ ნიშნულზეა.

„ამავდროულად, ინფლაციის მიმართულება კვლავ პრობლემურია. წლის ბოლოსათვის წინა, 9.5%-იანი პროგნოზი მხოლოდ მცირედით, თუმცა მაინც გაზრდილია. თუმცა, იმ პირობით, რომ წლის განმავლობაში ლარი დამატებით გამყარდება.

მონეტარული პოლიტიკის კუთხით, მაღალი ინფლაციის მიუხედავად, შემდგომი გამკაცრება არაა ნავარაუდები. ამის მიზეზი, ფასებზე ძირითადად მიწოდების მხრიდან გამოწვეული ზეწოლაა. გასაგებია, რომ თუ საქართველოში ზრდა უფრო ნაკლები იქნება, ამით ნავთობისა და სხვა სასაქონლო პროდუქტების ფასი არ შემცირდება. ამასთან, ლარის შემდგომი გაძვირება ხელს უშლის ლარიზაციის პროცესს. დამატებით, გასათვალისწინებელია, რომ „თიბისი კაპიტალი“ს აზრით, არ არის აუცილებელი ლარში გამკაცრებამ ეკონომიკის ზრდა შეაფერხოს. კერძოდ, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ეფექტის გარდა, ლარის გამყარება სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობებს აუმჯობესებს და ამით, სულ მცირე მოკლევადიან პერიოდში, ეკონომიკის ზრდა პირიქით ჩქარდება. თავის მხრივ, სავალუტო შემოდინებები ისედაც ძლიერია და დამატებითი გამკაცრების გარეშეც ლარის გამყარება, „თიბისი კაპიტალის“ აზრით, საბაზო სცენარია.

ლარის საშუალო კურსის კუთხით, „თიბისი კაპიტალის“ აზრით, სადღეისოდ გარკვეული ზედმეტად გამყარების ნიშნები აღარ იკვეთება. ამავდროულად, „თიბისი კაპიტალი“ კვლავ ინარჩუნებს შეფასებას, რომ საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის მნიშვნელოვანი გაუფასურების გარეშე, რაც როგორც ჩანს, უფრო სამომავლო პერსპექტივაა, ლარის დოლართან მკვეთრი გამყარების ალბათობა ახლო პერსპექტივაში შედარებით ნაკლებია,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ