პრემიერის განცხადებით, მთავრობა იმ ჯგუფის აქციონერი ხდება, რომელიც „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონეა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა იმ ჯგუფის აქციონერი ხდება, რომელიც „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონეა.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს არის უსასყიდლო გარიგება.

„რამდენიმე კვირის წინ, მე ჩვენს საზოგადოებას შევპირდი, რომ რამდენიმე კვირაში, სასიამოვნო ინფორმაციას გავაცნობდი. დღეს მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე. ეს არის უსასყიდლო გარიგება. ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები და ამის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ ქარხნის, ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის თანამფლობელი და ყველა ის პრობლემა, რომელიც „ბორჯომსა“ და მის თანამშრომლებს ჰქონდათ შექმნილი ოპერირებაში, მართვასა და ფუნქციონირებაში, იქნება მოხსნილი. ჩვენ აღნიშნული საკითხი შევათანხმეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რეგულატორებთანაც გვქონდა კონსულტაციები დიდ ბრიტანეთში და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით. მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს, რომლებმაც აქტიურად და ნაყოფიერად იმუშავეს ამ გარიგების წარმატებით დასასრულებად. ვულოცავ „ბორჯომის“ თითოეულ თანამშრომელს. მე ვიცი, იქ რამდენიმე ათეულ თანამშრომელს მიაჩნია, რომ ადგილობრივი კომპანია უსამართლოდ მოექცა. 50 თანამშრომელი გაუშვეს. წინა კვირასაც მოგახსენეთ ამის თაობაზე. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო გახდება ამ საწარმოს თანამფლობელი, რა თქმა უნდა, უფრო აქტიურად ჩავერთვებით და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს მივმართო, რომ არცერთი არ დარჩება სიმართლის გარეშე. არცერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება, არცერთი თანამშრომელი ჩვენი „ბორჯომის“. ვიცი, რომ გარკვეული კითხვები არსებობდა, ზურაბ აზარაშვილსა და ლევან დავითაშვილს მივმართავ, ამ პროცესში თქვენც მოგიწევთ ჩართულობა და სჯობს ეს საკითხი ბოლომდე მიიყვანოთ, რაც შეიძლება მალე, რომ არ ჰქონდეს ხალხს განცდა, რომ ვინმე იჩაგრება უსამართლოდ. ყველა მათი სამართლიანი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, არ უნდა იყოს ხმაური და განცდა არ უნდა ჰქონდეს არავის, რომ ვინმე იჩაგრება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის