ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობას რომ წინდახედულობა არ გამოეჩინა,  გაუაზრებელი, ემოციური გადაწყვეტილება მიგვეღო და მტრებისთვის მოგვესმინა, ეკონომიკური ზრდა კი არა, ქვეყანაში არაფერი იქნებოდა

მთავრობას რომ წინდახედულობა არ გამოეჩინა, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლო პოლიტიკა არ გაეტარებინა, რაღაც გაუაზრებელი, ემოციური გადაწყვეტილება მიგვეღო და ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის მოგვესმინა, რომლებიც პირდაპირ ქვეყნის ომში ჩართვას ითხოვდნენ, დღეს აქ რაიმე ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, ქვეყანაში არაფერი იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

„თუ ვინმეს წარმოუდგენია, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებდით? ან რას ნიშნავდა ეს, რომ უნდა შეგვეწყვიტა ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენი მილიონი თანამოქალაქე რუსეთში ცხოვრობს, ვინმეს საერთოდ ახსენდება ეს ადამიანები როგორ შრომობენ, როგორ მოღვაწეობენ რუსეთში? მათ რა ბედი ელით? აღარ ვსაუბრობ იმაზე, რა მოხდება იმ 4 მილიონ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს. როცა ჩვენი შიდა უპასუხისმგებლო ოპონენტები რეზოლუციების გამო გვაკრიტიკებდნენ, ეს იყო რძესთან, ყველთან დაკავშირებით და ამაზე ათასი ცინიკური განცხადებები გაკეთდა, ევროკავშირი რუსეთს ყოველ დღე მილიარდ დოლარს უხდის. ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში 90 მილიარდი დოლარი შევიდა ამ ვაჭრობის შედეგად, რომელიც რუსეთს ევროპასთან დღემდე აქვს და ჩვენთვის რა ხდება, ჩვენთან არ ცხოვრობენ ადამიანები? თუ ქართველმა ხალხმა ისევ უნდა მოითმინოს, დაიჩაგროს, ომში ჩაებას, ტერიტორიები დავკარგოთ? მე კითხვებს ღიად ვსვამ და რა თქმა უნდა, კიდევ ხმამაღლა დავსვამ. რა თქმა უნდა, ველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გამოვიდა და ღიად თქვა, რომ მათი სურვილი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

„აქვე დაამატა, რომ არა მხოლოდ ჩვენი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ ეს ომი სხვაგან უნდა გადავიდესო, ანუ მათი გეგმის მიხედვით, საქართველოში უნდა გადასულიყო", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ამ კამპანიაში ჩართული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო.

„გავიხსენოთ რამდენიმე წამით ვინ იყო ამ კამპანიაში ჩართული. რა თქმა უნდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი სატელიტებით, ეს მე-5 კოლონა, რომელიც 24 საათის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას ებრძვის. გახსოვთ ალბათ, მათი კოორდინირებული მოქმედებები მას შემდეგ, რაც ცნობილი განცხადებები გავაკეთე ომის დაწყებიდან ძალიან მალე სხვათა შორის.

მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ამერიკის ლიდერით დაწყებული, ევროპელმა ლიდერებმა, ბრიტანეთის პრემიერმა, ყველამ თითქმის დაახლოებით ანალოგიური განაცხადეს, ოდნავ მოგვიანებით, თუმცა მაინც იგივე განაცხადეს. აქ არავითარი აცდენა არ გვაქვს ჩვენ, არც პოლიტიკასთან, არც მოლოდინებთან, არც პროგნოზებთან,“ - განაცხადა პრემიერმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის