630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები და მიწის ნაკვეთები გადაეცემა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები და მიწის ნაკვეთები გადაეცემა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განმარტა, ოჯახებს სახელმწიფო ქონებები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადაეცათ.

„630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს და ასევე, მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქში და მუნიციპალიტეტში. ესენია - რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, გორი, თბილისი, გარდაბანი, წყალტუბო, ქარელი, მცხეთა, ხონი, ბაღდათი, აბაშა, ხობი, ხაშური, ფოთი, ზესტაფონი და ჯამში ეს არის 630 დევნილი ოჯახი, რომელსაც გადაეცემა და დაუკანონდება სახელმწიფო ქონებები. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ზურაბ აზარაშვილმა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მოამზადა და მთავრობამ გადაწყვიტა“, - განაცხადა პრემიერმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე