პროკურორი - სახალხო დამცველი ნიკა გვარამიას საქმეზე გამოქვეყნებულ დასკვნაში მიუთითებს, რომ ბოლო წლებში 220-ე მუხლით მსჯავრდებისას საპატიმრო სასჯელი არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამოყენებული, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს

სახალხო დამცველი ნიკა გვარამიას საქმეზე გამოქვეყნებულ დასკვნაში მიუთითებს, რომ ბოლო წლებში 220-ე მუხლით მსჯავრდებისას საპატიმრო სასჯელი არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამოყენებული, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ შემთხვევაშიც, სახალხო დამცველი დაკავებულია არასწორი ინფორმაციის გავრცელებით - ამის შესახებ ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პროკურორის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციების მიერ არაერთი პირის მიმართ გამოყენებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. „შესაბამისად, დასკვნა, რომ თითქოსდა სასამართლოს მიერ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ნიკა გვარამიას შემთხვევაში იქნა გამოყენებული, არის უსაფუძვლო და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“ - განაცხადა ვლადიმერ ვექილიანმა.

პროკურორის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც ნიკა გვარამიას ბრალდების საქმე ჯერ კიდევ არ განხილულა სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მიერ, სახალხო დამცველი, ახდენს პირველი ინსტანციის განაჩენის რევიზიას, რითაც ცდილობს მართლმსაჯულების განხორციელების შეთავსებას.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის მხრიდან სასამართლოს განაჩენის არაკანონიერად გამოცხადება სცდება სახალხო დამცველის კომპეტენციას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა