საქართველოს ინვესტორთა საბჭოში შემავალი ბიზნეს ასოციაციები - საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ევროკავშირში ინტერგრაციას

საქართველოს ინვესტორთა საბჭოში შემავალმა ბიზნეს ასოციაციებმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს. წერილი საქართველოს ევროპულ მომავალს და ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

აღნიშნული წერილის თანახმად, უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება კიდევ ერთხელ დაადასტურებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას გაუგზავნოს სიგნალი ამ ქვეყნებს, რომ ევროკავშირი აღიარებს და მხარს უჭერს ამ ქვეყნების ბრძოლას, რათა შეინარჩუნონ დამოუკიდებელი, დასავლური მისწრაფება და დემოკრატია.

„ჩვენ გწერთ საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სახელით, რომელიც აერთიანებს ქვეყნის უმსხვილეს ბიზნესასოციაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და საქართველოს მთავრობის ეკონომიკურად ორიენტირებულ კომპონენტებს. ჩვენ გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს განაცხადის მიმართ ევროკავშირში გაწევრიანებაზე. არავინ ელოდა ამ მდგომარეობაში ყოფნას. გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას იმ დანაშაულების მიმართ, რომლებსაც ჩვენი უკრაინელი დები და ძმები განიცდიან. საქართველოსთვის ეს ნაცნობი ტრავმაა, რადგანაც ეს გვახსენებს იმ მძიმე შედეგებს, რაც 2008 წელს რუსეთის შემოჭრამ გამოიწვია. დღეს უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გამორჩეულია.

ცხადია, ახლა არის დრო ყველა ქვეყნის ერთიანობის, რომლებიც იზიარებენ ევროკავშირის ღირებულებებს. ეს ერთიანობა აქვს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დასავლეთის კოალიციას. ეს ერთიანობა უნდა გავრცელდეს უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ დაადასტურებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას გაუგზავნოს სიგნალი ამ ქვეყნებს, რომ EU აღიარებს და მხარს უჭერს ამ ქვეყნების ბრძოლას, რათა შეინარჩუნონ დამოუკიდებელი, დასავლური მისწრაფება და დემოკრატია.

საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვა ცალსახაა. საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას და განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს განპირობებულია საერთო ევროპული ღირებულებებით, საერთო ისტორიით და მომავლის საერთო იმედებით. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ჩვენი მუშაობის დასაწყისი იქნება. მოლაპარაკებები, რომლებიც ამას მოჰყვება და წინაპირობები, რომლებიც იქნება განსაზღვრული წევრობისთვის, განსაზღვრავს რეფორმების მნიშვნელოვან გეგმას ქვეყნისთვის.

საქართველოს შეუძლია და გაუმკლავდება კიდეც ამ გამოწვევას. არაერთი წლის განმავლობაში საქართველო აღიარებული იყო როგორც ლიდერი ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. ინვესტორთა საბჭო ინტენსიურად მუშაობდა ამ მრავალ რეფორმაზე და ჩვენ პირობას ვდებთ, რომ გავაორმაგებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა EU-ს სრული წევრობის დადგენილი წინაპირობების შესრულებისთვის განსაზღვრული მოთხოვნები შევასრულოთ. გვჯერა, რომ ეს მოიცავს მნიშვნელოვან გამოწვევებს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი მათ დაკმაყოფილებამდე მიგვიყვანს. სამივე ქვეყანას სჭირდება მხარდაჭერა დასავლური ღირებულებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. სამივე ქვეყანას უნდა ჰქონდეს სრული უფლება აირჩიონ ის მომავალი, რომელსაც თავისთვის ისახავენ“, - ნათქვამია წერილში.

აღნიშნულ წერილს ხელს აწერენ: საქართველოს ბიზნეს ასოციაცია; AMCHAM; EUGBC; ICC;

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა; გერმანიის ეკონომიკური კავშირი;

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს