სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით 14 -15 ივნისს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია - „ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები ენერგეტიკაში“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციაზე წარდგენილი იქნება რეგიონში ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან, საინვესტიციო პოლიტიკასთან, განახლებადი ენერგიების ეფექტიან რეგულირებასთან, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციასა და ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ ენერგეტიკის სექტორში დავებისა და მედიაციის პროცესის სტრატეგიული მენეჯმენტის საუკეთესო გამოცდილების შესახებ.

კონფერენციას გახსნიან სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community) წარმომადგენლები.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო