GIPA-სა და GIONFE-ს თანამშრომლობით მასტერკლასთა სერია გაიმართა

GIPA-სა და GIONFE-ს თანამშრომლობით მასტერკლასთა სერია გაიმართა. GIPA-ს ინფორმაციით, აქტივობა სოციალური, პოლიტიკური და ადმინისტრაციული მეცნიერებებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აერთიანებდა და მათ შესაძლებლობას აძლევდა, მოწვეული მომხსენებლების მიერ ჩატარებულ სალექციო და სატრენინგო ფორმატის მასტერკლასებს შემდეგ თემებზე დასწრებოდნენ:

საჯარო პოლიტიკისა და საჯარო მმართველობის არსი - ნანი მაჭარაშვილი (GIPA-ს პროფესორი, სამეცნიერო და კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი)

საერთაშორისო ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები - თორნიკე შარაშენიძე (GIPA-ს პროფესორი, GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი)

საინფორმაციო ომი - მაია მიქაშავიძე (GIPA-ს პროფესორი, „ინტერნიუსი საქართველოს“ რეგიონული მედიის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი)

პოლიტიკის საფუძვლები და პოლიტიკური იდეოლოგიები - სანდრო ტაბატაძე (GIPA-ს აფილირებული ლექტორი, მკვლევარი)

საჯარო გამოსვლები და ეფექტური კომუნიკაციის ხელოვნება - ბაჩო ხუროშვილი (GIONFE-ს გენერალური დირექტორი, ტრენერი)

უნივერსიტეტის ცნობით, მასტერკლასზე დასწრების მსურველებმა საკუთარი ინტერესის მიხედვით პრიორიტეტები წინასწარ აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობის სურვილი 400-მდე ახალგაზრდამ გამოთქვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა